„ბლექ სი არენაზე“ მეოთხე სეზონს, ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ გახსნის

16 ივნისი 2019, 12:19 1897 ნახვა

„ბლექ სი არენაზე“ მეოთხე სეზონს,  ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ გახსნის.შოუს ორგანიზატორები ბოლო შტრიხებს ავლებენ, ტექნიკურად  უკვე ყველაფერი მზადაა. კონცერტზე  ახალ ალბომთან ერთად ცნობილი ჰიტებიც შესრულდება .  ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვად ჯგუფს  76 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული და ის  საქართველოს  ბოლო ალბომის „Masters of the Sun“ მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვია. 30 კაციანი ჯგუფი  საქართველოში  გუშინ საღამოს ჩამოვიდა. 

„ბლექ სი არენას „ კარი მაყურებლისთვის   18 საათზე გაიღება და ვიდრე 21 საათზე  მთავარი კონცერტი დაიწყება მიმდებარე  ტერიტორიაზე განთავსებულ  სცენაზე  ჯგუფი  Endorphins წარდგება, ასევე მოისმენთ Cosmic Love Rotaton-საც. დღევანდელი კონცერტისთვის მატარებლის  სპეციალური რეისებია დანიშნული საქართველოს რკინიგზაში . თბილისი- ბათუმის მიმართულების მატარებელი  დღეს ბლექ სი არენას მიმდებარედ არსებულ ბაქანზეც გაჩერდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში