პროკურატურამ გამოძიება გაფლანგვის მუხლით დაიწყო - ქობულეთის ''სანდასუფთავების'' სამსახურის საქმე

05 ივნისი 2019, 16:31 2545 ნახვა

ქობულეთის ''სანდასუფთავების'' სამსახურის უფროსის, სულიკო ბლადაძის საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა. 

უწყებამ საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის 182 მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო თანხების მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს. 

სულიკო ბლადაძე სამსახურიდან ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ დღეს გაათავისუფლა. 

''ქობულეთის სანდასუფთავებაში“ 15-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, ფიქტიურად არის დასაქმებული და თანამშრომლებს ხელფასს სამსახურში მისვლის გარეშე უხდიან - ინფორმაცია „ტვ 25“-მა გუშინ, 4 ივნისს გაავრცელა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში