პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალი წარუდგინეს

06 ოქტომბერი 2025, 15:05 119 ნახვა

სამი სხვადასხვა მუხლით წარედგინათ ბრალი პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს. შესაძლოა დღესვე ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება.

გარდა ამისა, ბრალი ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე. 

დაკავებულები დღეს ადვოკატებმა მოინახულეს, მათი ინფორმაციით ისინი ბრალს არ აღიარებენ, პაატა ბურჭულაძე კი დუმილის უფლებას იყენებს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე