სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 7 მილიონზე მეტი პოსტი წაიშალა 

29 მაისი 2019, 14:03 822 ნახვა

უსაფრთხოების ფირმის Fire Eye-ის გამოძიების დასრულების შემდეგ, ფეისბუქმა 7 მილიონზე მეტი პოსტი წაშალა, რომლებიც „სიძულვილის ენას“ შეიცავდა. 

ასევე, Facebook-მა და Twitter-მა ირანთან დაკავშირებული რამდენიმე ყალბი ექაუნთიც აღმოაჩინა და მისი დეაქტივაცია მოხდა. წაშლილი ექაუნთები თავს პოლიტიკურ პერსონებად, ჟურნალისტებად ასაღებდნენ თავს და პრო-ირანულ პროპაგანდას ეწეოდნენ.

სოციალური მედიის ადმინისტრაციების ინფორმაციით, ბევრი გვერდი იყო შექმნილი, რომლებიც ყალბ ინფორმაციას ავრცლებდნენ სიმსივნის საწინააღმდეგოდ შექმნილი პრეპარატების შესახებ, აწარმოებდნენ ვაჭრობასაც. ასევე ვრცელდებოდა მცდარი ინფორმაცია სხვა სამედიცინო მომსახურების და საქმიანობის შესახებ.

Facebook-ის განცხადებით, კომპანიამ წაშალა 51 ექაუნთი, 36 გვერდი და 7 ჯგუფი. Twitter-ზე წაიშალა 2,800-მდე ანგარიში. სამი გვერდი კი Instagram სერვისიდან.

ანა ახალაძე
მულტიმედიური ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი