გიორგი ლორიას რადიობლოგი - "26 მაისი"

24 მაისი 2019, 17:51 269 ნახვა

გიორგი ლორიას რადიობლოგი - "26 მაისი"

რამდენიმე დღეში 26 მაისი დადგება. საქართველოში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.  1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.  ხო, ნუ შემდეგ რა და  როგორ მოხდა  ვიცით, მარა სამწუხაროდ ხშირი შეხსენება საჭირო ყოფილა,  ეს უკვე სულ სხვა თემაა. მივხედოთ 26 მაისს.

ცოტა ხნის წინ ვიყავი მეზობელ თურქთში რეკრეაციის მიზნით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იქ იციან ეს საქმე.  პლაჟი პლაჟს გავს, ფასი ფასს გავს, და სერვისი სერვისს და ბიცოლა ბიცოლას.  და კიდე რაც იციან და მაგრადაც, ეროვნული სიმბოლიკის სწორი დანიშნულება. ხანდახან ზედმეტად სწორიც.  შემაშინებლად სწორი და დიდი ზომების. რო დაგაფიქრებს ე.წ. ბიჩოკის, ნამწვის გადაგდებაზეც. ახედავ და ფრიალებს უზარმაზარი დროშა იქვე სადმე  გამჭოლი და მაგიური მზერით ათათურქიც უეჭველად გიყურებს, იმდენად დიდი ზომებისაა ეს დროშები და საშიშად გამოიყურება ცოდვებზეც დაფიქრდები.  და აქ ჰიპერბოლა და ასეთი სვლები ზედმეტია,ნაღდად ასეა.

ნუ ეს ამ სახელწიფოს მიდგომაა ასეთი დიდი და ვეებერთელა.  მეორე მომენტი  რაც არა მარტო თურქეთში მინახავს და ევროპული სია შემიძლია გავაშანშალო იყო ის რო მოსახლეობას და ძალიან ბევრს უბრალოდ აივნებზე, ფანჯრებზე და რავიცი სად არა ყველგან აქვთ გამოფენილი დროშები და რაც მთავარია ეს ეამაყებათ, მაინც და მაინც იქაური 26 მაისი არაა საჭირო ამისთვის.

დროშა ვერ დაკიდეს. გვახსოვს ყველას ხოოდა  მოდი დავკიდოთ დროშა 26 მაისს მაინც. ჯერ ერთი ლამაზია, სიმბოლურია, მეტყველია და ამ პერიოდში ბევრი ტურისტიც არის, აჭარაში განსაკუთრებით, ვუთხრათ რომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა.  მერე მეორე ეს ის პატარა სვლაა, რომელიც არ საჭიროებს მერიის, მთავრობის და ასეთი ცუდი სიტყვების ჩართულობას.

ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ, მარა რად დაგვიჯდა და გვიჯდება დღემდე დროშის ქონა  ვხვდებით და გამოვაჩინოთ წელიწადში ერთი დღე მაინც. 

მერია, მთავრობა და +18 სიტყვები ვახსენე ხოოდა გაზეთ ბათუმელებში ამოვიკითხე  მათი გეგმები.

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება .

ბათუმში 2019 წლის 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს:

ბეჭდვითი მომსახურება (ბანერები, ფლაერები, ფერადი დროშები და თემატური დროშა ბანერები);
ჰელიუმის ბუშტები;
ყვავილებით უზრუნველყოფა;
თემატური ფოტოგამოფენის მოწყობა;
საბავშვო გასართობი კუთხეების მოწყობა;
ტექნიკური აპარატურით უზრუნველყოფა (განათების აპარატურა);
კარავითა და დახლებით უზრუნველყოფა;
ღონისძიებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოები;
სცენის დეკორაცია;
პიროტექნიკური მომსახურება;
ტექნიკური პერსონალის (დაცვა, მუშები) და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
სარეკლამო ვიდეო-რგოლის დამზადება;
მუსიკალური ჯგუფებისა და სოლოშემსრულებლების ჰონორარი.

 როგორც მივხვდი გაზეთ ბათუმელების სტატიიდან ერთი ლოკაცია და 80 ათასი ლარი 26 მაისს.

კიდევ ერთი მოვალეობის მოხდის მიზნით დაგეგმილ დღედ იქცევა თარიღი რომელიც ალბათ ქოლდფლეის კონცერტს უნდა გავდეს ფერებით, ხალხით, მუხტით და მასშტაბით. სიკეთის ფესტივალი.

ისე მაგათ თუ არ მიეცი საბაბი თან ხმამაღალი, სულ ასე იყო, დიდად თავის შეწუხება არც უყვართ.

მე მგონი მაინც ჩემი და შენი  ბრალია.

დიდი ხანია უკვე ეს დღესასწაული ჩუმად, უხმოდ, უემოციოდ გვეპარება.

 

 

 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში