ქედაში, ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

02 ოქტომბერი 2020, 22:17 10344 ნახვა

დაბა ქედაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

მამაკაცი, კლინიკაში გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით მიიყვანეს. მედიკოსების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი და გარდაცვლილი ნათესავები იყვნენ.

სამართალდამცავებმა ერთი პირი უკვე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, მუხლით დაიწყო,  რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი