პოლარიზაცია - ვალსი 90-იან წლებთან - გიორგი ლორიას აუდიობლოგი

29 ნოემბერი 2021, 15:13 1548 ნახვა

პოლარიზაცია - ვალსი 90-იან წლებთან - გიორგი ლორიას აუდიობლოგი

მძიმე, რთული, ცივი და ბნელი 90-იანების ექლექტიკა წესით უკან უნდა მოგვეტოვებინა. უკან მოტოვებაში გაცნობიერებულ, გააზრებულ მოტოვებას ვგულისხმობ, როცა შენი წარსული შენი მომავალიცაა, იმდენად, რამდენადაც წარსულის გამოცდილება უჩინარი კონსტრუქტორივით გიშენებს ახალს, უფრო საიმედოს და დაზღვეულ ნაგებობას. მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ის პოპულარული მედიუმები, რომელთა ინტერესიც უნდა ყოფილიყო ამ წლების კვლევა და საზოგადოებისთვის ჩვენება, სამწუხაროდ სხვა გზით წავიდნენ.

პოპულარული კინო, მუსიკა... იშვიათი გამონაკლისების გარდა, 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს გვერდს უვლის, ან ულტრირებულად აჩვენებს, რითიც ფაქტორბივად, კიდევ უფრო განზე გავწიეთ უაღრესად მნიშვნელოვანი დეკადა, რომლის კვლევასაც სწორად გადაფასებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა. ვფიქრობ, დღეს კიდევ უფრო საჭიროა ამ მასშტაბური სურათის დახატვა, რაც, შესაძლოა, ამოსავალი წერტილი აღმოჩნდეს ჩვენთვის. მითუმეტეს მაშინ, როდესაც დღევანდელი რეალობა 90-იანი წლების ლოგიკური კონსეკვენციაა და ამჯერად, წარსული შეცდომების განმეორება უკიდურესად საფრთხის შემცველი იქნება.. 

 

გამოყენებული მუსიკა: სროლის ხმები - ზურა კადელაშვილის „იუთუბ" არხი. ლელა ვეფხვაძე - დაუკარით ჩემო კარგო ქვეყანავ - მუს. რ. ლაღიძე; ტექსტი ი. ჭავჭავაძე; ასრულებს „ქართული ხმები" მრავალჟამიერი (საეკლესიო) - ანსამბლი „მუმლი მუხასა" დიმიტრი შოსტაკოვიჩი - Waltz No.2

#აჭარისრადიო

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი