ქედაში, მახუნცეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს ხუთი მგზავრი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტები კლინიკაში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, ქედის კლინიკიდან ორი მოქალაქე უკვე გაწერეს, დანარჩენებს კი საჭირო კვლევები უტარდებათ.
თვითმხილველების თქმით, დაშავებულებს შორის ტურისტებიც იყვნენ.
ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება.