“ზუგდიდი და აჭარა უნდა ადუღდეს” - “ქართული ოცნება” ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

19 მაისი 2019, 15:27 354 ნახვა

მერების რიგგარეშე და საკრებულოებისა და პარლამენტის შუალედური  არჩევნები ქვეყნის მასშტაბით  410 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს.  არჩევნების დღე ყველაზე უფრო დაძაბული ზუგდიდშია, ერთმანეთს მმართველი გუნდი  და ნაციონალური მოძრაობის წვერები  დაუპირისპირდნენ. 

„ქართულმა ოცნებამ“ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც მათივე მტკიცებით, ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე,  სავარაუდოთ ისინი  საუბრობენ, სიტუაციის დაძაბვაზე და აცხადებენ, რომ „არჩევნების მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდი და აჭარა მაინც უნდა ადუღდეს“.  ჩანაწერში ისმის, რომ აჭარა არის ძალიან დიდი რეგიონი და ლევან ვარშალომიძეს ყავს ბევრი მხარდამჭერი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი