ბათუმში რამდენიმე თვეში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა დაიწყება

17 მაისი 2019, 15:15 2597 ნახვა

ბათუმში რამდენიმე თვეში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა დაიწყება.   საგანმანათლებლო კომპლექსი ე.წ-ლი ,,გოროდოკში“  განთავსდება.  სრულად ობიექტის მშენებლობა სამ წელიწადში უნდა დასრულდეს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში კომპლექსი ეტაპობრივად შევა  ექსპლუატაციაში.  

სამეცნიერო მუზეუმი და ლაბორატორიები,  კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები - განათლების და მეცნიერების თანამედროვე მულტიფუნქციურ კომპლექსში ეს ყველაფერი გაერთიანდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში