ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შეგიწყოთ მასწავლებლებს თვითგანვითარებასა და პროფესიულ წინსვლაში - ალექსანდრე წულაძე

05 ოქტომბერი 2024, 12:24 313 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ალექსანდრე წულაძე პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

მილოცვას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრი პედაგოგებს პროფესიისადმი ერთგულებისათვის.მადლობას უხდის.

„5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. მინდა, ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ყველა პედაგოგს მივულოცო, რომელიც თავისი ყოველდღიური საქმიანობით, დაუღალავი შრომით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას ემსახურება. ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ ხართ ჩვენი დროის რეალური გმირები და მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თავდადებისა და თქვენი პროფესიისადმი ერთგულებისათვის.

 

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შეგიწყოთ მასწავლებლებს თვითგანვითარებასა და პროფესიულ წინსვლაში. შესაბამისად, შევქმნათ ისეთი სამუშაო პირობები, როგორსაც იმსახურებთ. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, მთელი გულით წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ!“ - აცხადებს მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი