ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის 

28 მაისი 2025, 10:25 161 ნახვა

საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის  ხელშეკრულება გაფორმდა. უწყების ინფორმაციით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის დაიგეგმება გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს დიპლომებისა და სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მიზნით პარტნიორობას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში