ახალი და რეაბილიტირებული სპორტული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა

12 ნოემბერი 2025, 12:29 328 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში ახალი და რეაბილიტირებული სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. 

მთავრობის ინფორმაციით, სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდა. ასევე, პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა სკოლის სრული რეაბილიტაცია.

სპორტული დარბაზი სრულად არის ადაპტირებული, აღჭურვილია ტრიბუნით, გასახდელებით და სველი წერტილებით. პროექტის  ფარგლებში,  ასევე, განახლდა სასწავლო შენობის სახურავი, ფასადი და შიდა ინფრასტრუქტურა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში