ჯესი ჯეი ''ბლექ სი არენაზე'' კონცერტს გამართავს

07 მაისი 2019, 13:21 4481 ნახვა

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს, 6 აგვისტოს გამართავს. 

მას მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. 
Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. 

2019 წელს Jessie J მსოფლიოში მოგზაურობას განაგრძობს და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.

ბილეთების გაყიდვა ხვალ, 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე TKT.ge და Eventer.ge-ზე დაიწყება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში