სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართა დღეს შუახევში

06 მაისი 2019, 21:52 2183 ნახვა

სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართა დღეს შუახევში. მოეწყო კულტურული და სპორტული ღონისძიებები, გამოიფინა მარეთის ხეობისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშები და ტრადიციული კერძები. გაიმართა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. მარეთის ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნების მიზნით სახალხო დღესასწაულის მოწყობის ინიციატორი საზოგადოება „მარეთი,“ მხარდამჭერი კი შუახევის  მერია იყო.

 ღონისძიებას ადგილობრივი მთავრობის, მერიის, უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.  იგი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალის გახსნით დაიწყო. დღესვე დააჯილდოვეს „საპატიო მარეთელები.“ წოდება 4 მოქალაქეს მიენიჭა. დაჯილდოვდნენ პედაგოგები და წარჩინებული მოსწავლეები. ,,ერის ზვარაკის“  წოდება მიენიჭა შინდისის გმირს, კაპრალს, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსან რომან ზოიძეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში