სუხიშვილების რეპეტიცია

16 აგვისტო 2016, 00:00 2813 ნახვა

ტრადიცია გრძელდება. ზუსტად ერთი წლის შემდეგ სუხიშვილები ზღვისპირა ქალაქში კონცერტით ბრუნდება. ანსამბლი 50 წევრიანი შემადგენლობით უკვე ბათუმშია და ამ წუთებში ბათუმის ხელოვნების ცენტრის სცენაზე რეპეტიციას გადიან. კონცერტი 21  საათზეა ჩანიშნული.  ორგანიზატორების ინფორმაციით,  სუხიშვილებმა ბათუმში წელს შერეული პროგრამა ჩამოიტანეს. შესრულდება როგორც ძველი კლასიკური, ასევე  ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმული ახალი ცეკვები. კონცერტები ოთხი დღის განმავლობაში გაიმართება. ბილეთები ხელოვნების ცენტრის სალაროებში გაიყიდება. კონცერტი საქველმოქმედოა.

ამავე კატეგორიაში