აქცია გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით

17 აპრილი 2016, 00:00 2369 ნახვა

სოფელ კვირიკეში ადგილობრივებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სოფლის ცენტრალური გზა გადაკეტეს. მოსახლეობის ინფორმაციით სოფელში კერძო კომპანია კარიერის მოპოვების სამუშაოებს ატარებს და ინერტული მასალა სოფლიდან სატვირთო მანქანებით გააქვს, რამაც გზა დააზიანა. მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. სოფელ კვირიკეში გამგებლის წამომადგენლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის მოწყობის პროექტი მზადდება და შეკეთება მალე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი