შუბანში ჭიდაობის სკოლა გაიხსნა

09 აპრილი 2019, 00:00 2054 ნახვა

ქართული ჭიდაობის სექცია გაიხსნა დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში. ამ ეტაპზე სკოლაში 50-მდე სპორტსმენი ვარჯიშობს. სექციის ინვენტარით აღჭურვა ახლახან დასრულდა, ამისთვის აჭარის ჭიდაობის ფედერაციამ იზრუნა.

აქ ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, ეტაპობრივად მომავალშიც გაგრძელდება. ცნობისთვის, სპორტის ამ სახეობის განვითარებას ადგილობრივი მერიაც უჭერს მხარს, ორი თვის წინ ქართული ჭიდაობის სექცია სოფელ დარჩიძეებშიც გახსნეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში