ბრიტანული თეატრი ბათუმში

10 აგვისტო 2016, 00:00 2554 ნახვა

საერთაშორისო დონეზე აღიარებული და მრავალი ჯილდოს მფლობელი ბრიტანული თეატრალური კომპანია “გეკო” ბათუმის მუსიკალურ ცენტრში სპექტაკლს დადგამს. წარმოდგენები სახელწოდებით “ინსტიტუტი” 12-13 და 14 აგვისტოს გაიმართება. დასი მაყურებელს ოთხი პაციენტის ისტორიას მოძრაობის თეატრის ჟანრში, შოუს ელემენტებით მოუთხრობს. სპექტაკლის ჩვენებები ბათუმში, პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართება. დღეს მხარეებმა თეატრ “გეკოსთან” სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი