19 წელი საკუთრების დაკანონების მოლოდინში

12 მარტი 2019, 00:00 1972 ნახვა

31 ოჯახი ითხოვს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, თვითნებურად დაკავებული შენობის დაკანონებას. ამბობენ, რომ ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობა, სტიქიური უბედურებების დროს კუთვნილი სახლების დანგრევის, ან დაწვის შემდეგ, ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიკავეს, თუმცა იმის გამო რომ არ აქვთ საკუთრებაში სხვადასხვა დაბრკოლება ექმნებათ. ამის გამო რამდენიმე ოჯახს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

ოჯახები მთავრობას მიმართავენ, რომელმაც უკვე დაუკანონა რამდენიმე ათეულ ოჯახს უკანონოდ დაკავებული ობიექტი. მთავრობაში საკითხის შესწავლის პირობას დებენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში