კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია

07 მარტი 2019, 00:00 2022 ნახვა

აჭარის კულტურული დაცვის სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს რეაბილიტაციას უტარებს. ამ ეტაპზე სამუშაოები ძველ ბათუმში მიმდინარეობს. ზვიად გამსახურდიას 37 ნომერში ავარიული აივნის რეაბილიტაცია ხდება, ასევე გარემონტდება  ისტორიული სახლის მოაჯირეები.  დაზიანებული კიბე აღდგება  ჟორდანიას ქუჩის 24 ნომერში მდებარე სახლის სადარბაზოში. კიბით ოთხი ოჯახი სარგებლობს.  

რესტავრაცია ჩაუტარდება მოაჯირეებს. კიბე მოეწყობა კონსტანტინე გამსახურდიას 36 ნომერში. ასევე გარემონტდება პოეტ ზურაბ გორგილაძის საცხოვრებელი სახლი, რომელიც სახურავიდან ჩამდინარე წყალმა დააზიანა. სახურავი ისტორიულ შენობაზე გასულ წელს გამოიცვალა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე შპს „ბეგური“ატარებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში