ვანესა მეის კონცერტი

06 აგვისტო 2016, 00:00 2524 ნახვა

ბლექსი არენაზე წუთი წუთზე ელოდებიან  ვანესა მეის მისვლას, რომელმაც დღევანდელ კონცერტამდე ბოლო რეპეტიცია უნდა გაიაროს. მანამდე კი შეკვეთილის სცენა უკვე გამოსცადეს ვარსკვლავური  შოუს პროგრამის მონაწილეებმა. ვანესა მეის  კონცერტისთვის  სცენა  კლასიკურ-თანამედეოვე სტილშია მოწყობილი - შუა საუკუნეების დიზაინის ჭაღებით და სუპერთანამედროვე ტექნიკთ. კონცერტის ჟანრის  გათვალისწინებით  ე.წ. გოლდენ რინგში  პარტერი მოეწყო, სადაც 1200 სკამი განთავსდა. ბრიტანელი ცნობილი მევიოლინეს კონცერტზე დარბაზი სავარაუდოდ სავსე იქნება. ამ დეოისთვის ბილეთების  ძირითადი ნაწილი გაყიდულია. სცენის მიმდებარედ უსფრთხოების ზომები გამკაცრებულია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი