„ნუ მომკლავ“-ზაზა სარალიძე აქციებს იწყებს

10 სექტემბერი 2018, 00:00 1692 ნახვა

დღეიდან ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პერმანენტულ აქციებს გამართავენ. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ მათ აქციებს შეუერთდნენ, რადგან ეს აქციები ბრძოლის ბოლო ფაზაა.კონფერენციაზე ისიც აღინიშნა, რომ აქციები აპოლიტიკურია.

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოწოდება გააკეთეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მისამართითაც, მათ შორის „ქართული ოცნებისთვის“ რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს. პარლამენტის შენობასთან აქცია დღეს 18.00 საათზეა ჩანიშნული.

ამავე კატეგორიაში