ხაიშში ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

26 ივლისი 2018, 00:00 1221 ნახვა

ხმაური და დაპირისპირება სვანეთში. ხაიშის ცენტრში მოსახლეობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურს, გადაკეტილია გზა, მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. უწყება მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის შესაძლო უკანონო ჭრის, უფრო კონკრეტულად კი უკანონო საამქროებისა და რეალიზაციის ფაქტების გამოსავლენად შევიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა – სვანეთში მაღალი თანამდებობის პირებს ელიან.

ამ ყველაფერს წინ ქვეყნის პრემიერის მამუკა ბახტაძის განცხადება უძღოდა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი აკვირდება ადგილზე პროცესს, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავთა მხრიდან არ შეიზღუდოს აქციის მონაწილე პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.

სახალხო დამცველი ასევე, მოუწოდებს შეკრებილებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით. სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს პროცესს მის დასრულებამდე. 

ამავე კატეგორიაში