პროტესტი შახტის დახურვის გამო

17 ივლისი 2018, 00:00 2432 ნახვა

ამ წუთებში ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტთან მეშახტეები არიან შეკრებილნი. ისინი ითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც შახტის დახურვის პერიოდში დასაქმებულებისთვის ხელფასების გაცემას გულისხმობს, წერილობითი დოკუმენტის სახით გაფორმდეს.

მუშები ეჭვობენ, რომ დაპირებულ ხელფასებს ისინი ვერ მიიღებენ. აქციის პარალელურად ტყიბულში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დღეს იმ პირებს გამოკითხავენ, რომლებიც შესაძლოა, გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდნენ.

არასამთავრობოები ტყიბულის შახტებში მომხდარი შემთხვევების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. მინდელის სახელობის შახტში დაშავებული ოთხი პაციენტი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. გარდაცვლილები კი, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გვიან ღამით სახლებში გადაასვენეს. 

ამავე კატეგორიაში