26 მაისის ქუჩაზე, კიდევ ერთი მაღაზია გაქურდეს

10 ივლისი 2018, 00:00 4996 ნახვა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. სავარაუდოდ, ქურდობის ფაქტში არასრულწლოვანი მონაწილეობდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი, შემთხვევის ადგილზე მუშაობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, დადგენილია არასრულწლოვანის ვინაობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ბოლო სამ კვირაში, 26 მაისის ქუჩაზე ქურდობის 5 ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. მხოლოდ 3 ივლისს, აღნიშნულ მონაკვეთზე ორი სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. 

რამდენიმე საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გახსნა. 21 ივნისს მომხდარი ქურდობის ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი, შემთხვევიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში