ზაფხულში ბათუმში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნება

07 მაისი 2018, 00:00 2883 ნახვა

ბათუმში მალე ახალი ობიექტი გაიხსნება. ,, გრანდ გლორია’’- ამ სახელწოდების სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულდა.  168 ნომრიან სასტუმროს , ორი საკონფერენციო დარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები, რესტორანი და სპა საუნა აქვს.

მშენებლობის  პროცესში 200 ადამიანი იყო დასაქმებული, ამჟამად  კი ობიექტზე 100 თანამშრომელია.  აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე და  მომდევნო წლებში  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში 27- მდე ახალი განთავსების ობიექტი გაიხსნება.

ამავე კატეგორიაში