ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა გაიზარდა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობას მთავრობის გარდა, პარლამენტის წევრები და ბიზნეს-ომბუდსმენიც მიიღებენ.
მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საბჭოში ახალი ადამიანების დამატება, ეკონომიკური კუთხით ქვეყნის მიღწევებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.