წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს, ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ კი 10 000 დოლარს - პრემიერი

01 დეკემბერი 2025, 11:30 73 ნახვა

საქსტატმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.6 %, შესაბამისად ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს რაც არის – 7.2 %, გადაჭარბებით შევასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადაცდება 10 000 დოლარს.

„შეგახენებთ, რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა თავისი პირველადი პროგნოზი 7.2 %-მდე დააკორექტირა, თუმცა როგორც ჩანს, გვექნება წლის ბოლოსთვის უფრო მაღალი მაჩვენებელი. ამასთან, წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, საქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ასევე პირველად ისტრორიაში, გადაცდება 10 000 დოლარს. მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, პირველად გადაცდება 30 000 დოლარს, როცა სულ რაღაც რვა წლის წინ ეს მაჩვენებელი 10 000 დოლარი იყო. ეკონომიკურად ყველა მიმართულებით ქვეყანა სწორად ვითარდება. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არ შეჩერდეს ზრდის ტენდენციები და შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი,“- განაცხადა პრემიერმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში