კახეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამმუშავებელი საწარმო გაიხსნა, რომელიც დღიურად 150 ტონამდე ნაყოფის გადამუშავებას ითვალისწინებს. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალი ქარხანა აღჭურვილია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი უახლესი დანადგარებით, იტალიური და გერმანული წარმოების სისტემებით.
მათივე ინფორმაციით, საწარმო სეზონურად 150-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ზეთისხილის ბაღები ქვეყნის მასშტაბით 3,208 ჰა ფართობზე გაშენდა, რომლის თანადაფინანსების თანხა დაახლეობით 22 მილიონი ლარია.
გარდა ამისა, ზეთისხილის ბაღების გაშენების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ბანკების მიერ გაცემულია 9 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 27 სესხი, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.