სარფში საავტომობილო მოძრაობა აღდგა

14 აპრილი 2016, 00:00 4967 ნახვა

სარფის საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. გუშინ გვიან ღამით, გზის 119-ე კმ-ზე კლდიდან დაახლოებით 2000 კუბური მეტრი მოცულების კლდის მასა ჩამოიშალა. შეფერხებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩაატარა. ამ დროისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამომავლო პრევენციული ღონისძიებებისთვის, კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში