ჩინეთის დღეები ბათუმში

08 ივლისი 2016, 00:00 3488 ნახვა

ბათუმში დღეს ჩინეთის დღეები გაიმართება. პროექტის ფარგლებში ხელოვნების ცენტრში ჩინელი აკრობატების დასის წარმოდგენა მოეწყობა. ასევე შესრულდება ტრადიციული ჩინური საცეკვაო და მუსიკალური ნომრები. მაყურებელს საშუალება ექნება  უძველესი ჩინური საბრძოლო ხელოვნების ელემენტებიც ნახოს. ჩინური კულტურის დღეები საქართველოში პირველად ტარდება. კონცერტი 20 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია. ღონისძიება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება, რომელიც 2016-2019 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს

ამავე კატეგორიაში