სპორტი მთავარში

07 თებერვალი 2018, 00:00 1322 ნახვა

გუშინ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, მორიგი შეხვედრები გაიმართა. ტურის ცენტრალურ დაპირისპირება სან-ფრანცისკოში შედგა, სადაც ადგილობრივი გოლდენ სტეიტი ოკლაჰომა სანდერსს შეხვდა. მატჩი მოქმედი ჩემპიონების მარცხით დამთავრდა ანგარიშით 105:125. შესანიშნავად ითამაშეს პოლ ჯორჯმა და რასელ უესტბრუკმა. ჯორმა 38 ქულა მოაგროვა, ხოლო ვესტბრუკის ანგარიშზე 34 ქულა 9 პასი და 9 გადაცემაა. მარცხი განიცადა კლივლენდ კავალიერსმაც, ამჯერად კავსები ორლანდოელ ჯადოქრებთან დამარცხდნენ 98:116. აღმოსავლეთ კონფერენციაში კი ერთმანეთს ლიდერები ბოსტონი და ტორონტო დაუპირისპირდნენ, თუმცა მატჩმა მოლოდინები არ გაამართლა, რაპტორსმა კელტები ანგარიშით 111:91 გაანადგურა.

მანჩესტერ იუნაიტედში ახლახანს გადაბარგებული ალექსის სანჩესი ესპანურმა სასამართლომ გადასახადების დამალვის ფაქტზე დამნაშავედ სცნო და მას 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  ჩილელმა ფეხბურთელმა "ბარსელონაში" გამოსვლის დროს 1 მილიონი ევროს გადასახადებს აარიდა თავი. საიმიჯო უფლებებიდან მიღებული შემოსავალის დამალვა თავად სანჩესმაც დაადასტურა. ეპსანური კანონმდებლობის მიხედვით მსგავსი დანაშაულის საქმეზე განაჩენი ორ წლამდე პირობით სასჯელს და დაკისრებული ჯარიმის გადახდას. ითვალისწინებს. 

ფლოიდ მეივეზერი და კონორ მაკგრეგორი შესაძლოა ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ, ამჯერად მაკგრეგორმა მეტოქე ემემეიში გამოიწვია, დღეს კი მეივეზერმა ორი ვიდეო გამოქვეყნა, სადაც ის თავისი სავარაუდო გამოსვლის შესაძლო ფსონებზე საუბრობს და თან ემემეის რინგზე ვარჯიშობს.40 წლის ფლოიდ მეივეზერის სტატისტიკა შემდეგია: პროფესიულ რინგზე 50 ბრძოლიდან მან ყველა მოიგო, ხოლო 29 წლის ემემეის ვარსკვლავ კონორ მაკგრეგორს კარიერაში 24 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან ის მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა. მეივეიზერი მაკგრეგორის ორთაბრძოლა გასულ წელს ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა გახლდათ, ლას ვეგასში გამართულ 12 რაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ფლოიდ მეივეზერი გახდა თუმცა ფინანსურად ორივე მებრძოლმა იხეირა, მომავალი ორთაბრძოლის სავარაუდო  საპრიზო თანხა კი შესაძლოა 1 მილიარდი დოლარი იყოს.  

საქართველოს  ჩემპიონმა ქუთაისის ტორპედომ დღეს თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, კახა ჩხეტიანის გუნდი ყაზახურ აქტობესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. "ტორპედო" შეკრებაზე კიდევ სამ მატჩს გამართავს: უკრაინულ "ოლეკსანდრიასთან", მოსკოვის "ტორპედოსთან" და ყაზახეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ "კაირატთან". გუნდი სამშობლოში 18 თებერვალს დაბრუნდება და  საქართველოს სუპერთასის მატჩისთვის მოემზადება, უკვე  2 მარტს კი ეროვნული ლიგის ახალი სეზონი სწორედ ქუთაისში დაიწყება, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოქმედი ჩემპიონი  გორის "დილას" უმასპინძლებს.

ამავე კატეგორიაში