ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იწყება

21 იანვარი 2018, 00:00 7461 ნახვა

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე  საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იწყება. სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლით ,,ბათუმის დინამოს'' წარსული გააცოცხლეს. შესრულდა ცეკვა ,,ხორუმი,, და სიმღერა ბათუმზე. ამ წუთებში საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს. საძირკველში სიმბოლურ კაფსულას უშვებენ.

99 მილიონ 448 ათას 408,56 ლარის ღირებულების მოედნის მშნებელობის დასრულება, რომელიც 20 ათას მაყურებელზეა გათვილი 2020 წელს იგეგმება. დღევანდელ ცერემონიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები არიან მოწვეული.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შოთა გოგოლაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.

ფოტო:ირინა ყურუა

ამავე კატეგორიაში