“ქართული დროშა მუდამ იფრიალებს ამაყად”-პრეზიდენტი

14 იანვარი 2018, 00:00 2407 ნახვა

დღეს დროშა აღვმართეთ იმ ადგილას, საიდანაც რამდენიმე კილომეტრში მოხდა ის, რაც აღწერს, რას ნიშნავს ქვეყნისთვის და ერისთვის დროშა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სახელმწიფო დროშა იუნკერებმა აღმართეს. პრეზიდენტის ინიციატივით 14 იანვარს ქართული დროშის დღეს ქვეყნის რამდენიმე ქალაქში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.

ამავე კატეგორიაში