ენმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს

05 იანვარი 2018, 00:00 2767 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წვერები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. რეზო ხარაზის განცხადებით, აჭარის სახელმწიფო  აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ 2016 წელს აჭარის მთავრობის აპარატში და ოთხ სამინისტროში  თანამშრობლებზე პრემია-დანამატები არამიზნობრივად გაიცა, ისე, რომ განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია არ არსებობს. საუბარია დაახლოებით 2 მილიონ 800 ათას ლარზე. 

 ნაციონალურ მოძრაობაში გაკეთებულ განცხადებას აჭარის მთავრობაში პასუხობენ. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, რეზო ხარაზს სურს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ბესიკ ლილუაშვილის თქმით, 2016 წელს მთავრობის აპარატის და სამინისტროების თანამშრომლებზე დანამატიც და პრემიაც დამსახურებულად, კანონის შესაბამისად გაიცა და აუდიტის დასკვნაში რაიმე უკანონობაზე საუბარი არ არის.

ამავე კატეგორიაში