ჯარიმა ან იძულებით სასამართლო პროცესზე მიყვანა

16 ივნისი 2016, 00:00 4077 ნახვა

ქობულეთის გამგებელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შესაძლოა იძულებით მიიყვანონ ან დააჯარიმონ - ამის შესახებ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ –  სხდომაზე განაცხადა. ქობულეთში,  ლერმონტოვის 13-ში მდებარე მუსლიმურ პანსიონთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოსარჩელის შუამდგომლობით სულხან ევგენიძე დღეს უნდა დაეკითხათ, თუმცა მოსამართლის განმარტებით, ევგენიძე პროცესზე უკვე მეორედ არ გამოცხადდა.  ხათუნა ბოლქვაძეს მიაჩნია, რომ ეს გამგებლის მხრიდან  სასამართლოს მიმართ უპატივცემულებაა. დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი მოწმე როინ გუნდაძე დაკითხა, რომელიც ქობულეთში პანსიონის მიმდებარედ განვითარებული მოვლენების თანამონაწილე  იყო.  სასამართლო პროცესი ევგენიძის გამოუცხადებლობის გამო 5 ივლისისთვის  გადაიდო. ფაქტზე     სასამართლო დავა თითქმის 2 წელია მიმდინარეობს,  ამ ხნის განმავლობაში სასამართლო  სხდომა მერვედ ჩატარდა. ჩვენ დავუკავშირდით ქობულეთის გამგებელს, რომლის ინფორმაციითაც, ის მივლინებით თბილისში იმყოფება და 5 ივლისს ჩანიშნულ სდომაზე მოწმის სახით გამოცხადდება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი