„ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“  პარტიული სია  ცნობილია

20 სექტემბერი 2017, 00:00 3916 ნახვა

„ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“  პარტიული სია  ცნობილია. ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატთა მონაცემები უკვე დაარეგისტრირეს. ბათუმის მერობისთვის პარტიიდან პეტრე ზამბახიძე იბრძოლებს, რომელიც უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატია. ის საკანონმდებლო ორგანოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მოხვდა. 

„ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი რაულ თავართქილაძეა. პარტიას ათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჰყავს, მათ შორის სამი ქალია. 

პარტიის საარჩევნო სია ასე გამოიყურება: რაულ თავართქილაძე, ამირან ტაკიძე, ბადრი გორგაძე, ავთანდილ ბარამიძე,  შოთა ცაავა, თამარ მიქელაძე,  ირაკლი ცენტერაძე,  ნინო კალანდაძე, გიორგი ქამადაძე, იულიანა გევორკიანი, ნონა რომანაძე, ალექსანდრე მილორავა,  ნინო ხარჩილავა, მედეა გოგრაჭაძე, გელა შავაძე. მზია გოგიტიძე, ზაირა დავითაძე,   ზაზა კომახიძე, ინგა დუმბაძე და გიორგი ხილაძე

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიას.   აღმაშენებლის დასახლებაში - ამირან ტაკიძე, ჯავახიშვილის ქუჩა - ბადრი გორგაძე, ძველი ბათუმი - ავთანდილ ბარამიძე, ბაგრატიონის ქუჩა - შოთა ცაავა. ხიმშიაშვილის ქუჩა - ირაკლი ცენტერაძე, თამარის დასახლება - ნინო კალანდაძე, ბონი-გოროდოკი - გიორგი ქამადაძე,  კახაბერი - ნონა რომანაძე, რუსთაველის ქუჩა - ალექსანდრე მილორავა, აეროპორტის დასახლება - მედეა გოგრაჭაძე

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში