„თანასწორობის მოძრაობის“ წევრების მხარდამჭერი აქცია ბათუმის სასამართლოსთან

26 აგვისტო 2017, 00:00 2973 ნახვა

სასამართლო სხდომა აქციის პარალელურად. “ლგბტ” აქტივისტები “თანასწორობის მოძრაობის” წევრებს სოლიდარობას უცხადებენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სხდომა გუშინ გადაიდო რადგანაც დაცვის მხარემ დეტალების გასაცნობად დრო ითხოვა და დაკავებულები სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, სასამართლო სხდომის დახურვისა და მოწმეთა ტელეკამერების გარეშე დაკითხვის თაობაზე.

ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი სამართალდამცეველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება გუშინ გამთენიისას 5 დან 6 საათამდე ბათუმის ბულვარში მომხდარ ინციდენტს. “თანასწორობის მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ თხოვნის მიუხედავად სამართალდამცველები მათ არ დაემხმარნენ დააკავეს, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.სამართალ დამცეველბმა მატ ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით წაუყენეს.

ამ წუთებში კი სასამართლო სხდომაზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში