ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში

04 ივნისი 2017, 00:00 2310 ნახვა

აჭარის ღია პირველობა სპორტულ ტანვარჯიშში დასრულდა. ჩემპიონატი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 8 გუნდი მონაწილეობდა.

ჩემპიონატი აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით და ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ხელშეწყობით გაიმართა. გამარჯვებულები მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

ამავე კატეგორიაში