ოჯახის სიწმინდის დღე

17 მაისი 2017, 00:00 6381 ნახვა

ხმაურიანი აქციიდან, ერთ წელიწადში, 2014 წელს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

თარიღთან დაკავშირებით თბილისში არაერთი ღონისძიება გაიმართა, ოლიმპიური ჩემპიონების მონაწილეობით მოეწყო მსვლელობა. დღეს, ისტორიული ლაზეთიდან დაწყებული მსვლელობაც დასრულდა, მომლოცველებმა აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით, ანდრია პირველწოდებულის გზა გაიარეს.

სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს ჟურნალი “ბედნიერი ოჯახი” გადაეცათ. მრევლს პატრიარქის წინასიტყვაობა წაუკითხეს, სადაც ილია მეორე ბავშვებსა და მშობლებზე წერს.

ამავე კატეგორიაში