 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            კრივოი როგზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ცხრა ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 75-მდეა გაზრდილი.
ცნობისთვის, 4 აპრილს რუსეთის სამხედრო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით უკრაინის ქალაქ კრივოი როგს შეუტიეს.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმა საცხოვრებელ რაიონზე განხორციელდა. ერთ-ერთი რაკეტის დაცემის ადგილის სიახლოვეს საბავშვო მოედანი მდებარეობდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            