ანაკლიის ნავსადგურის ფსკერის მოწყობა/მოწესრიგების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი - აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით, რაც ხელს შეუწყობს პორტის პროდუქტიულობას, ეფექტურობასა და საიმედოობას. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ნავსადგური დაიკავებს მნიშვნელოვან პოზიციას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ტრანზიტული ჰაბის სახით.
პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი უნდა იყოს , საორიენტაციო ღირებულება კი 600 მლნ აშშ დოლარს უნდა შეადგენდეს. ნავსადგურის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნაც იგეგმება და თავისუფალი სამრეწველო საწარმოო ლოგისტიკური ზონის განვითარება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს წარმოშობს და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მოიზიდავს ინვესტიციების ფართო სპექტრს.