მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს

07 აპრილი 2025, 09:59 132 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ  საუფლო დღესასწაულს ხარებას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულდება. 

სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულად მიიჩნევა.

მარხვაზე მყოფი მორწმუნეებისთვის დღევანდელი დღე თევზით ხსნილია.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში