მთიან ყარაბაღში ვითარება უცვლელი რჩება

04 აპრილი 2016, 00:00 7577 ნახვა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაღუპულ ჯარისკაცთა სია გამოაქვეყნა. გავრცელდა საარტილერიო იერიშების ამსახველი ახალი კადრები. დაპირისპირებული ქვეყნების თავდაცვის უწყებებმა განაცხადეს, რომ შეხების ხაზზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია, მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ორივე მხარე ამბობს, რომ სიტუაციას აკონტროლებს. უცხოური მედიის ცნობით, გასული 24-საათის განმავლობაში აზერბაიჯანულმა მხარემ 3 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ის სამხედრო დანაყოფები გაანადგურეს, რომლებიც რეზერვებიდან ფრონტის ხაზზე გასვლას ცდილობდნენ, - ამის შესახებ სომხური მედია წერს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ბრძოლის შედეგად მოკლულია სომეხი გენერლები და პოლკოვნიკები. ხვალ ვენაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე მომუშავე ეუთოს ჯგუფი შეხვედრას გეგმავს. ალიევის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აზერბაიჯანი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მომხრეა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი