თურქეთის რეფერენდუმის გამოძახილი საქართველოში

17 აპრილი 2017, 00:00 2886 ნახვა

ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული ქმედებები, თუ დიქტატურის დამყარების მცდელობა? როგორ აფასებენ თურქეთში ჩატარებულ, გუშინდელ რეფერენდუმს საქართველოში დღეს? საკუთარი აზრი ბათუმში მცხოვრებმა თურქეთის მოქალაქეებმაც დააფიქსირეს.

რეფერენდუმი ხმების მცირედი სხვაობით დასრულდა. შედეგად თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება იზრდება. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი პრეზიდენტის პოსტს მინიმუმ 10 წლით შეინარჩუნებს. იგი ხელისუფლების სათავეში 14 წლის წინ მოვიდა. მის სახელს უკავშირდება გასული წლის მოვლენები: სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ათი ათასობით დაკავებული და სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელე, პედაგოგი, მწერალი, მეცნიერი და სამხედრო მოსამსახურე, დახურული მედია-საშუალებები.

ახალი კონსტიტუციით ვიცე-პრეზიდენტებს, მინისტრებს, უმაღლესი სასამართლოს წევრებს, უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს პრეზიდენტი დანიშნავს. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი