რეფერენდუმი თურქეთში

16 აპრილი 2017, 00:00 1724 ნახვა

რეჯებ ტაიპ ერდოღანი შესაძლოა ხელისუფლების სათავეში 2029 წლამდე დარჩეს. თურქეთში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს.

რესპუბლიკის მთავრობა სახელმწიფოს ძირითად კანონში 18 ფუნდამენტური შესწორების შეტანას გეგმავს, რაც ქვეყნის უახლეს ისტორიაში კარდინალურ პოლიტიკურ ცვლილებებს ითვალისწინებს.

მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, სურს თუ არა ქვეყნის საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტოზე გადასვლა. რეფორმა პრემიერის პოზიციის გაუქმებას, პარლამენტში დეპუტატების რიცხვის გაზრდასა და სასამართლო სისტემაში ცვლილებებსაც გულისხმობს. 

ოფიციალურ ანკარაში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში შესწორებები ქვეყნის მმართველობის სისტემას გაამყარებს. კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ერდოღანი ხელისუფლების სისტემის ლეგიტიმაციას ცდილობს, რაც ერთპიროვნულ მმართველობას ნიშნავს.

ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო და 16 საათზე დასრულდება. სააგენტო ,,დოღან ნიუსის" ცნობით, დიარბაქირის პროვინციაში, საარჩევნო უბანზე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა. სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი