14 აპრილს ამინდი გაუარესდება

13 აპრილი 2017, 00:00 6287 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე პროგნოზირებს, ხვალ დღისით საქართევლოში  ამინდის პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდება.

მოსალოდნელია წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან კი ზოგან ძლიერი. ტემპერატურა დაიკლებს  და გაძლიერდება დასავლეთის ქარი  20-25 მეტრ წამამდე.

რაც შეეხება სანაპირო ზოლს,  გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში აცხადებენ, ზღვაზე მოსალოდნელია 4 ბალიანი შტორმი.

დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები აღინიშნოს.

ამავე კატეგორიაში