თამაზ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა

11 აპრილი 2017, 00:00 2713 ნახვა

უკავშირდება თუ არა კომპანია "ჰიგიენა 2009"-ის საქმის გამოძიებას, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარისა და  პარლამენტის მოქმედი წევრის, არჩილ ხაბაძის მამის სამსახურიდან წასვლა? ამ კითხვით არჩილ და თამაზ ხაბაძეებს მივმართეთ. თამაზ ხაბაძემ “მთავართან” საუბრისას განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაწყვიტა. კითხვაზე, ითანამშრომლა თუ არა გამოძიებასთან - არ გვიპასუხა.

დღეს ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა არჩილ ხაბაძემ, თქვა რომ დეტალებს არკვევს და განმარტებას ხვალ გააკეთებს. გაზეთ “ბათუმელებთან” საუბრისას კი აღნიშნა, რომ თამაზ ხაბაძემ თანამდებობა რეორგანიზაციის გამო დატოვა, რასაც სამინისტროში არ ადასტურებენ. თამაზ ხაბაძე წლების განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. სამინისტროს აიპიების მუშაობას  სწორედ პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილება კურირებდა, მათ შორის “ჰიგიენა 2009”-ს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში