ეს შენ გეხება - საკონსტიტუციო სარჩელი

11 აპრილი 2017, 00:00 1536 ნახვა

კამპანია ”ეს შენ გეხება” ე.წ. მოსმენების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს. კამპანია იმ ინდივიდუალურ სარჩელებს შეიტანს სასამართლოში, რომელიც მოქალაქეებმა სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შეაგროვეს.ბათუმში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ოფისს  ე.წ. მოსმენების კანონის გასაჩივრების მოთხოვნით 53 მოქალაქემ მიმართა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით საჩივრების რაოდენობა სამას აპლიკაციას სცდება.ნებისმიერ მოქალაქეს საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმართვის შესაძლებლობა კამპანია "ეს შენ გეხებამ" მისცა, რომელმაც ელექტრონული სარჩელის ფორმის აპლიკაცია ონლაინ გაავრცელა.

ამავე კატეგორიაში